saqarTvelos uReltexilebi - nataxtaSdudis uReltexili

კოორდინატები 42°50`04` ჩ. გ. 42°17`34` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2690 მ
ქედი ეგრისის ქედი

 

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ეგრისის ქედზე, სიმაღლე ზღვის დონიდან 2690 მ. აგებულია იურიული სისტემის ბაიოსური ტუფებით, ტუფბრექჩიებითა და თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. აკავშირებს მდინარეების ხობისა და თხეიშის (ენგურის მარცხენა შენაკადი) ხეობებს.